რეზონანსი
18.08.2025

"ლელო-ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად, "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაასახელეს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.

„ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებამდე“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, საქართველო უნდა გადავარჩინოთ.

„გადავარჩინოთ საქართველო კიდევ ერთხელ დაპყრობას, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა რუსულ ჩექმას, ამ ამოცანით ვიღვიძებთ და ამ ამოცანით ვიძინებთ“, - დასძინა მან.

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ანა ბუჩუკურმა თქვა, რომ მოხარულია, ორ პოლიტიკურ ძალას შორის საწყისი, გამხსნელი ეტაპის დადგომით.

„დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დემოკრატია ჩაანაცვლა ავტოკრატიით“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×