
შესაძლოა, ორ კვირაში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ეს ინფორმაცია ჯერ აშშ-ის პრეზიდენტმა, შემდეგ კი გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებთან გაავრცელა. სავარაუდო მოლაპარაკებების ფარგლებში საკვანძო საკითხად რჩება, თუ როგორ გადანაწილდება ტერიტორიები და რომელ სახელმწიფოს რისი დათმობა მოუწევს.
18 აგვისტოს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე ეს საკითხი ღიად დატოვეს. ითქვა, რომ ამაზე უშალოდ ურკაინისა და რუსეთის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ პირისპირ შეხვედრაზე, რომლის მომზადებაც უკვე დაწყებულია.
პირველი განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა.
„შეხვედრების დასრულების შემდეგ, მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია", - თქვა ტრამპმა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კი ჟურნალისტებს 18 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ განუცხადა: „რუსეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება",
საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის თნაშემწე იური უშაკოვმა 19 აგვისტოს აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერმა „მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს".
ამსთან, „სი-ენ-ენი" წერს, რომ უშაკოვმა თავი აარიდა იმის დადასტურებას, დათანხმდა თუ არა პუტინი ორმხრივ ან სამმხრივ ფორმატში ზელენსკისთან შეხვედრას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმაც ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მზად იყო ორმხრივი შეხვედრისთვის.
დავის საგანი
დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის ლუგანსკის ოლქს თითქმის მთლიანად რუსები აკონტროლებენ. დონეცკის ოლქის დაახლოებით მეოთხედი უკრაინის კონტროლის ქვეშაა. ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები კი თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული. სუმისა და ხარკოვის ოლქებში რუსები მხოლოდ უმნიშვნელო ტერიტორიებზე არიან შესულები.
18 აგვისტოს უკრიანის შეირაღებული ძალების მეთურმა ოლეკსანდ სირსკიმ უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ „ფრონტზე სიტუაცია ძალიან რთულია - რუსეთი პოკროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიურ შეტევებს ამზადებს".
15 აგვისტოს ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, თუ კონკრეტულად რა ტერიტორიებს ითხოვს რუსეთი. კრემლი თანამხაა ჯარები გაიყვანოს სუმისა და ხარკოვის ოლქებიდა, ოღონდ სამაცვლოდ უკრინამ უნდა დათმოს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი დონეცკის ოლქის ნაწილი. ზაპოროჟიესა და ხერსონში კი არსებული სტატუს-კვო შენრჩუნდეს. თუმცა, ეს უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად გამორიცხა დონეცკის ოლქიდან უკრაინული ნაწილების გასვლა.
სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, რომ წინასწარ რამის განსაზღვრა რთულია, თუ საბოლოოდ რაზე მოხდება შეთანხმება, რადგან ვითარება ძალიან მალე იცვლება. მისივე თქმით, უბრალოდ წარმოუდგენელია უკრაინამ მიიღოს რუსეთის მოთხოვნა, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დათმობის შესახებ.
„ყველა ტერიტორია, რაზეც საუბარია, უკრაინის ტერიტორიაა, არავითარ რუსეთის ტერიტორიაზე საუბარი არაა. მართალია, უკრაინელები შესული იყვნენ რუსეთის კურსკის ოლქში, მაგრამ ახლა იქ არ იმყოფებიან. სამაგიეროდ, რუსეთი იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე.
„ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს - ეს ერთი. თუმცა, რაც წინასწარ ცხადდება, დაახლოებით ასეა: ალასკის შეხვედრაზე პუტინმა მოითხოვა, რომ უკრაინამ დათმოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ჯერ კიდევ არაოკუპირებული ნაწილი.
„ლუგანსკის ოლქში დარჩენილია მხოლოდ 1%, დანარჩენი ოკუპირებულია. დონეცკის ოლქში კი დარჩენილია 25%, ხოლო 75% ოკუპირებულია. ამ არაოკუპირებულ 25%-ში შედის ქალაქები კრამატორსკი და სლავიანსკი, რომელთა დათმობაც უკრაინის მიერ ბრძოლის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენლად მოჩანს. მით უმეტეს, რომ ამ ქალაქების აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობდა ძლიერი თავდაცვითი ზღუდეების აგება. მათი მიტოვება კი ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის უკრაინას", - განაცხადა ალადაშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერი ვაჭრობის თემაა და ამიტომ წინასწარ რამის თქმა შეუძლებელია. კითხვაზე, რომელი კომბინაცია იქნება ორივე მხარისთვის მისაღები, ალადაშვილი აღნიშნავს:
„რაც შეეხება მისაღებ სცენარს, რა თქმა უნდა, ომზე ცუდი არაფერია, თუმცა ეს სამშვიდობო ხელშეკრულება არ უნდა დაემსგავსოს კაპიტულაციას. ფაქტობრივად, არ არსებობს უსაფრთხოების გარანტია, რომ რუსეთი სამხედრო აგრესიას არ გააგრძელებს".
ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშშიც ასევე ვკითხულობთ, რომ დონეცკის ოლქის სრულად დაკავება რუსეთმა შესაძლოა 2026 წლამდე ვერ მოახერხოს. ამიტომ, უკრაინისთვის ამ ტერიტორიის დათმობა სტრატეგიულად არ არის მომგებიანი.
რობ ლი „ფორინ პოლისის" კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, წერს:
„თუ უკრაინა დათანხმდება დონეცკის ოლქის დარჩენილი ნაწილის დათმობას, ეს ნიშნავს მის სტრატეგიულად მნიშვნელოვან „წერტილზე" უარის თქმას, რაც უკრაინის თავდაცვის ძირითად ხაზს წარმოადგენს. დონეცკის ოლქის დათმობა შესაძლოა იყოს დროებითი კომპრომისი, თუმცა საეჭვოა, რომ ამან რუსეთის აგრესია დაასრულოს".
რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, კრემლის რიტორიკაშ გარკვეული ცვლილებები შეიმჩნევა. როგორც რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს განაცხადა, მათი მიზანი არა ტერიტორიების მიღება, არამედ რუსი ხალხის დაცვაა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ:
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს გვისაუბრია, რომ უბრალოდ ესა თუ ის ტერიტორია უნდა მიგვეტაცებინა - არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიებიც არასდროს ყოფილა ჩვენი სამიზნე. ჩვენი მიზანი იყო ადამიანების დაცვა, რუსი ხალხი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ მიწებზე, რომლებიც იკვლევდნენ ეს მიწები, დაიღვრეს სისხლი მათთვის როგორც ყირიმში, ასევე დონბასში, შექმნეს ქალაქები - ოდესა, ნიკოლაევი, მრავალი სხვა, პორტები, ქარხნები...".