რეზონანსი
19.08.2025

 ინვესტიცია სპორტში - ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ეს არის ინვესტიცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობაში, ჩვენს მომავალ ჩემპიონებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამავე დროს, სპორტის განვითარება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე, სპორტში ინვესტიციას აქვს მრავალმხრივი დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის.

"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად ბატონ რევაზ სოხაძეს. მადლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს, თითოეულ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული სპორტკომპლექსის

მშენებლობაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს, რომელიც არის ჩვენი მრავალწლიანი და ძალიან საიმედო პარტნიორი. კიდევ ერთხელ, მადლობა აზიის განვითარების ბანკს ძალიან მნიშვნელოვანი, ფასდაუდებელი თანამშრომლობისთვის.

მჯერა, რომ ზუგდიდის ახალი სპორტკომპლექსი ხელს შეუწყობს ამ რეგიონში და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებას, მრავალი ახალი ჩემპიონის აღზრდას. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ სპორტკომპლექსის გახსნა და მინდა მშვიდობა და წინსვლა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×