რეზონანსი
20.08.2025

დღეს, დი­ლას, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 61 წლის ასაკ­ში ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. ის იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე და ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა. 

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას დიდი მწუხარებით შეხ­ვდა ია მეტ­რე­ვე­ლი. მისი თქმით, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე იყო "ეპო­ქის გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი", რო­მელ­მაც "სა­ტა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის" რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ პირ­ველ­მა ამო­ი­ღო ხმა. მისი თქმით, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ავად­მყო­ფო­ბა აქ­ცი­ე­ბის დროს დარ­ბე­ვის დროს მი­ყე­ნე­ბულ ტრავ­მებს უკავ­შირ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ბოლო ხუთი წელი სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და.

"უმ­ძი­მე­სია ჩემ­თვის ეს ამ­ბა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვა­რან ძმე­ბი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი. ვაჟ­კა­ცი ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­მაც პირ­ველ­მა ამო­ი­ღეს ხმა იმ ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და თავი შეს­წი­რეს ორი­ვემ. ამა­ზე ვარ გა­გი­ჟე­ბუ­ლი, სა­ტა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლი უნდა იყოს და ეს ბი­ჭე­ბი რა დღე­ში იყ­ვნენ. გიაც ჯან­მრთე­ლო­ბა წარ­თმე­უ­ლი, ის უფრო ცუ­დად იყო თა­ვი­დან, მერე - ლე­ვა­ნი.

ლევანს ცე­მის­გან გა­ნუ­ვი­თარ­და ათა­სი რამ თავ­ში, სწორედ ამგის მერე და­ე­მარ­თა ყვე­ლა­ფე­რი. გულში სტენტები ჰქონდა ჩადგმული.

ბოლო წლებ­ში უფრო გი­ას­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და ლე­ვა­ნის ამ­ბებს ისე ვი­გებ­დი. ლე­ვანს ბო­ლოს პა­ნაშ­ვიდ­ზე შევ­ხვდი, ვი­ცო­დი რომ ვერ იყო კარ­გად. ერთი კვი­რის წი­ნაც ვი­კი­თხე და მი­თხრეს, არ იყო კარ­გად. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, იქ­ნებ გა­მოძ­ვრეს-თქო.

ლე­ვა­ნი იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. ჩემი პა­რა­ლე­ლურ­კლა­სე­ლი იყო. სკო­ლა ხუ­თებ­ზე და­ამ­თავ­რა, უჭ­კვი­ა­ნე­სი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ულა­მა­ზე­სი ბიჭი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძმე­ბი იყ­ვნენ, ორი­ვე ნი­ჭი­ე­რე­ბი. სულ სხვა­ნა­ი­რე­ბი, ვაჟ­კა­ცე­ბი, თბი­ლი­სე­ლე­ბი, თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტე­ბი იყ­ვნენ კა­ცო­ბით, ძმო­ბით", - განუცხადა "ამბებს" ია მეტრეველმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×