რეზონანსი
20.08.2025

დღეს, 61 წლის ასაკ­ში, ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ, ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ის ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და. პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სამ­ძიმ­რის წერილები გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

ელე­ნე ხოშ­ტა­რია: "ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს.“

ირაკ­ლი მე­ლაშ­ვი­ლი: "ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს! ბო­ლოს რომ შემ­ხვდა, ქუ­ჩა­ში, უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, ახ­ლო­საც ვერ მოვ­დი­ვარ მო­სა­სალ­მებ­ლად, ისე მაქვს იმუ­ნი­ტე­ტი და­ცე­მუ­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ტაქ­ტი სა­ში­ში­აო. გული მო­მიკ­ვდა. პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ერ­თია, ადა­მი­ა­ნო­ბა კი მე­ო­რე. ჩვენ ერთ ეზო­ში გა­ვი­ზარ­დეთ და რო­გორც ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან თბი­ლი, მოყ­ვა­სის მოყ­ვა­რუ­ლი და უბო­რო­ტო კაცი იყო! ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს!“

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი: „სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლის­ში არ ვარ და ვერ მო­ვა­ხერ­ხებ ბოლო გზა­ზე გა­ვა­ცი­ლო ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყო და ბოლო 12 წე­ლია არ მი­ნა­ხავს, რა­საც დღეს ვნა­ნობ, ის იყო ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და კარ­გი მე­გო­ბა­რი.“

ლანა გალ­და­ვა: „ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გარ­დაც­ვლი­ლა, ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს! თვალ­წინ კი­ნო­კად­რე­ბი­ვით გა­ირ­ბი­ნა ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­მა და თეთრმა ყელ­სახ­ვე­ვებ­მა, ნო­ემ­ბრის უმ­ძი­მეს­მა დღე­ებ­მა, 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვებ­მა, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ, რა­საც მოჰ­ყვა საშ­ტა­ბო რე­ჟი­მი და უშუ­ა­ლოდ მისი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია... თა­ვი­სუ­ფა­ლი, მე­გობ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რით და უშუ­ა­ლო­ბით დარ­ჩე­ბა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. თა­ნა­ვუგ­რძნობ მის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×