რეზონანსი
21.08.2025

პო­ლი­ცი­ამ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით 3 პირი და­ა­კა­ვა. სა­უ­ბა­რია მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­ზე.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ., 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს. ბ. და 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ტ. ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ფი­ნან­სუ­რი და­ვის გამო ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ 1991 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ა.-ს, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩას­ვეს ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში, უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ერთ-ერთი მდი­ნა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს, რა დრო­საც დ. ა.-მ შეძ­ლო სა­ბარ­გუ­ლის გახ­სნა და გაქ­ცე­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×