რეზონანსი
21.08.2025

ეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

„ნებისმიერ პატიმარს, ვისაც ბრალი წარედგინა, ეს იყო გამყარებული ვიდეოკადრებით და მათი დანაშაული იყო ასახული. ეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი და ეს თანხები უნდა მოხმარდეს მზია ამაღლობელის და სხვა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას, აქციებს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

მაკკეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო, რომელიც პოლიტპატიმრების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმარდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×