რეზონანსი
21.08.2025

ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფეისბუქ ლიბერალების რევანშისტული, ძალადობრივი, ქართულ კულტურასთან სრულად შეუთავსებელი ამორალური ცნობიერება და ვნებები, - ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია  ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ლევან გაჩეჩილაძის,  გარდაცვალების ფაქტზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების  მხრიდან  გაკეთებულ განცხადებებს. 

ოდიშარიას განცხადებით,  სწორედ ამიტომ არის საჭირო მეხსიერების პოლიტიკა, რათა ფაშისტს ერქვას ფაშისტი და არა პროევროპელი აქტივისტი. 

„ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფეისბუქ ლიბერალების რევანშისტული, ძალადობრივი, ქართულ კულტურასთან სრულად შეუთავსებელი ამორალური ცნობიერება და ვნებები. ამიტომ არის საჭირო მეხსიერების პოლიტიკა და მოვლენების სახელდება, ფაშისტს უნდა ერქვას ფაშისტი და არა პროევროპელი აქტივისტი. 

ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს და ახლობლებს“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×