რეზონანსი
21.08.2025

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის მიერ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებული სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5%-ით გაუმჯობესდა და შეფასების 100%-იანი სისტემით 55.3% მიიღო, მედიასთან გამოეხმაურა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა.

„ბოლო პერიოდში, ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, მაგრამ იმ აღქმებში, რომელსაც ფსევდოლიბერალები აჟღერებენ, საქართველოს ყოველთვის უკან აყენებენ და აცხადებენ, თითქოს ქვეყანაში ყველა მიმართულებით უკუსვლაა. ეს ერთი მხრივ მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა და მეორე მხრივ, იმის აღიარება, რომ საქართველო ყველა მიმართულებით აუმჯობესებს პოზიციებს“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×