
მამუკა ჩარკვიანს 24 აგვისტოს მას 70 წელი შეუსრულდებოდა. 21 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მუსიკოსი დათო ევგენიძე მასთან ბოლო შეხვედრას იხსენებს:
„მასთან შინ მივედი, მისი თვალები სხვა დროსთან შედარებით, ბევრად სევდიანი მეჩვენა, ცრემლიც ჩადგომოდა. რადგან თავად სულ შინ იყო, ახლობლების მისვლა განსაკუთრებით ახარებდა. მამუკას დიდი სიყვარული ჰქონდა დათესილი, სიყვარული არ მოკლებია ჩვენგან და მისი ხსოვნაც სულ იქნება ამ ქვეყანაში.
უცნაური რამ მოხდა, მამუკას ერთი ნაწარმოები მივუძრვენი , რომელიც "აკუსტიკამ" გადაიღო. მე და მესაყვირე ლევან კემულარია ვასრულებთ ამ კომპოზიციას. ზუსტად იმ დღეს, როცა მამუკა გარდაიცვალა, სოციალური ქსელში "მემორიმ" ეს კომპოზიცია შემახსენა. რა უცნაური დამთხვევაა, არა?
ეტლით რომ უწევდა გადაადგილება, ვერ ეგუებოდა, ძალიან ნერვიულობდა. ჩემს დაბადების დღეზე რომ დავპატიჟე, ვუთხარი, ამის გამო ნუ ნერვიულობ, ის ადამიანი ხარ, რომელმაც კი არ უნდა იაროს, ისრიალოს-მეთქი. განიცდიდა, მეგობრები მაქსიმალურად ვცდილობდით, მისთვის ეს დისკომფორტი გაგვენელებინა. ეს თავისი ცუდად ყოფნაც თავისებურად ღირსეულად "ატარა", როცა შეეძლო, სულ მღეროდა.
მამუკა არ მომკვდარა, სხვა სამყაროში გადაინაცვლა და დატოვა თავისი განძი საქართველოსთვის“ - განუცხადა "კვირის პალიტრას" დათო ევგენიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე