რეზონანსი
23.08.2025

დღეს თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, გუნდის წევრებთან, ქეთი თურაზაშვილთან და ნიკა ჩერქეზიშვილთან ერთად თბილისელ პენსიონერებს შეხვდა.

„ლელოს“ ინფორმაციით, შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში გაიმართა.

„ირაკლი კუპრაძემ ყველა იმ პრობლემის შესახებ მოისმინა, რაც დღეს პენსიონერებს აწუხებთ და შეხვედრის მონაწილეებს, მათთან დაკავშირებული გეგმაც გააცნო.

1000 ლარიანი პენსია, უფასო მედიკამენტები და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ყველა პენსიონერს - ეს არის ის პროგრამა მინიმუმი, რომლის შესრულებასაც „ძლიერი საქართველო - ლელო“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე, საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონებში გეგმავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×