
18 წლის შშმ პირი "ჯეო-ჰოსპიტალსში" რჩება - კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების უფლებადამცველი ამბობს, რომ სარჯველაძე ოჯახს დაჰპირდა, რომ 18 წლის მოზარდის მკურნალობაში რამდენიმე წამყვანი ექიმი ჩაერთვება სხვადასხვა კლინიკებიდან.
რაც შეეხება თურქეთში გადაყვანას, იარაჯულის თქმით, სარჯველაძემ თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფრომაციით, ამ ეტაპზე სარისკოა პაციენტის თურქეთში გადაყვანა.
ამ ეტაპზე მინისტრის თხოვნა იყო, რომ გვეზრუნა პაციენტის სიცოცხლეზე და განხილვა არ ყოფილიყო დარღვევბთან დაკავშირებით. დეტალრუად განვიხილეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმის კურსში იყო თავადაც. კითხვები დასვა, როგორ შეეძლო დაგვხმარებოდა და გადაწყდა, რომ საქართველოში რამდენიმე წამყვანი ექიმი ჩაერთვება გიორგის მკურნალობაში. თურქეთზე უარია, უფროსწორად უარი არ უთქვამს, თქვა, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს ამ ეტაპზე სარისკოა თურქეთში გადაყვანა, თორემ ფინანსებზე არ არის საუბარიო", - განაცხადა იარაჯულმა.
ცნობისთვის, დედის თქმით, 18 წლის ანზორ დავითურს კლინიკიდან კლინიკაში დაატარებდა, თუმცა სამმა საავადმყოფომ პაციენტის მიღებაზე უარი განუცხადა, საბოლოო შშმ მოზარიდ ჯეო ჰოსპიტალსმა დაიტოვა, თუმცა ოჯახი ამბობს რომ ამასობაშიი მთავარი, დრო დაიკარგაა და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ ფაქტზე მოკვლევა ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკების მიერ ნებისმიერი გადაცდომის დადასტურების ფაქტს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.