რეზონანსი
23.08.2025

კრიმინალური სამყარო ვერ დაალაგეს - ივანიშვილი ძალიან უკმაყოფილოა ზოგადი ტენდენციებით. მდინარაძე კი არა, მალე მზარეულადაც ისევ ამ ხუთი კაციდან დანიშნავს ვინმეს. „ქოცები“ ლპებიან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე წერს, რითაც სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის წარდგენას ეხმაურება.
„კრიმინალური სამყარო ვერ დაალაგეს; ციხეში სერიოზული პრობლემები შექმნა ბაჩიაშვილმა; ფულის საკითხის ამოღება აუფეთქდათ; ივანიშვილი ძალიან უკმაყოფილოა ზოგადი ტენდენციებით. მდინარაძე კი არა, მალე მზარეულადაც ისევ ამ ხუთი კაციდან დანიშნავს ვინმეს. „ქოცები” ლპებიან“,- წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოზიციაზე პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×