რეზონანსი
23.08.2025

თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება - სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “პოლიტიკანებმა და უხარისხო ექსპერტებმა" არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა-გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები. 

“თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება - სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.  

უდონო პოლიტიკანებმა და უხარისხო "ექსპერტებმა" ნამდვილად არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა-გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები. 

წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების საპასუხისმგებლო სფეროში და ანრი ოხანაშვილს პრემიერის მრჩევლად დასავლეთთან ურთიერთობების გამოწვევათა კომპლექსური ანალიზის საქმეში”, - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×