რეზონანსი
24.08.2025

ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი 24 წლის თეკ­ლა გერ­სა­მი­ას დედა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს.

ის ამ­ბობს, რომ ბიჭ­მა ჭრი­ლო­ბე­ბი თა­ვად მი­ი­ყე­ნა.

„ეგე­ნი ერ­თად არ ცხოვ­რობ­დნენ. ამ ბიჭს უყ­ვარ­და ძა­ლი­ან და ცდი­ლობ­და, მას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო და თეკ­ლა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო.

მერე ისე მოხ­და, რომ ხელი მო­ა­წე­რა, იმი­ტომ, რომ ამას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ვა­ლე­ბი და რა­ღა­ცე­ბი... გვა­რის შეც­ვლა მინ­დაო, ასე ეუბ­ნე­ბო­და, იმი­ტომ, რომ თეკ­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და წას­ვლას და პას­პორ­ტიც კი წა­არ­თვა თეკ­ლას, იმი­ტომ, რომ არ გა­მე­პა­როო. სულ იმუქ­რე­ბო­და, რომ თავს მო­ვიკ­ლა­ვო, ხე­ლებს ისე­რავ­და, რას აღარ აკე­თებ­და იმის­თვის, რომ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ემოქ­მე­და თეკ­ლა­ზე.

თვი­თონ მი­ი­ყე­ნა მაგ ბიჭ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­დარ­ბა­ზო­ში ერთ-ერთი ჩხუ­ბის და მუ­ქა­რის დროს. სა­დარ­ბა­ზო­ში იყო და თვი­თონ ჩა­ირ­ტყა ეს დანა და თეკ­ლამ გა­მო­აძ­რო ეს დანა. მერე თეკ­ლა გა­ვარ­და, მიჰ­ყავ­და მხარ­ზე აკი­დე­ბუ­ლი, რომ სას­წრა­ფომ­დე ჩა­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ვე­ღარ ჩა­იყ­ვა­ნა კი­ბე­ებ­ზე, იმი­ტომ, რომ გა­ი­თი­შა. გა­ვარ­და გა­რეთ, სას­წრა­ფო მო­იყ­ვა­ნა და კლი­ნი­კა­შიც კი გაჰ­ყვა. გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და", - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა „ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×