რეზონანსი
24.08.2025

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატმა, მამუკა გელაშვილმა დაბა ახალდაბაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა მათ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეიდან მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყე. პირველი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან და ბორჯომში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან ერთად დაბა ახალდაბაში გავმართე.

ადგილობრივებთან ერთად ვიმსჯელე მათ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ახალდაბაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ასევე, ეწყობა ე.წ. ნეძვის გზა ჯამში, მიმდინარე წელს დაბაში 4,1კმ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ.

მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!“, - წერს მამუკა გელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×