რეზონანსი
25.08.2025

ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი 25 წლის ტიკ-ტო­კე­რი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე თეკ­ლა გერ­სა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, მას­ზე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­დეს და და­ნა­შა­უ­ლი იძუ­ლე­ბით აღი­ა­რე­ბი­ნეს.

“ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი“ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს. პრო­კუ­რორ გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის თქმით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, 25 წლის ქალ­მა მთა­ვა­რი სამ­ხი­ლი, სის­ხლი­ა­ნი დანა გა­რე­ცხა. თუმ­ცა ქმრის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სის­ხლი­ა­ნი დანა მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე აი­ტა­ნა და ჭურ­ჭლის გა­სა­რე­ცხ ნი­ჟა­რა­ში ჩადო, თუმ­ცა ონ­კა­ნი იყო მოშ­ვე­ბუ­ლი, რის შემ­დე­გაც წყალ­მა სის­ხლის კვა­ლი მო­ა­შო­რა.

უც­ნო­ბია თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო ქალ­სა და მის მე­უღ­ლეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა.

“მე მარ­ტო ის შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­დეს ჩემ­ზე. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ოთახ­ში რომ ვი­ყა­ვი იყ­ვნენ 10 ადა­მი­ა­ნი და მი­მე­ო­რებ­და შენ და­ჭე­რი, შენ და­ჭე­რი, აღი­ა­რე ხელი მო­ა­წე­რე და გა­გიშ­ვებთ სახ­ლშიო, იმ წუ­თას რა­საც ამ­ბობ­დნენ იმას ვა­კე­თებ­დი, რომ ჩემს შვილ­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ნა­ხე­ვა­რი არ მახ­სოვს იქ რა მოვ­ყე­ვი, თუ მე ადა­მი­ა­ნი გან­ზრახ მოვ­კა­ლი, მა­შინ ის ადა­მი­ა­ნი რა­ტომ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­დარ­ბა­ზო­ში და რა­ტომ მი­ვიყ­ვა­ნე კლი­ნი­კა­ში. ვთხოვ­დი ად­ვო­კატს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვერ ვი­ყა­ვი კარ­გად და დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და.

მი­მალ­ვა­ზე გე­ტყვით რომ მყავს 4 წლის შვი­ლი ლუკა. რომ მი­ვიყ­ვა­ნე კლი­ნი­კა­ში და თქვეს კარ­გა­დაა, ერ­თა­დერ­თი გან­ზრახ­ვა მქონ­და ბავ­შვი წა­მეყ­ვა­ნა დე­და­ჩემ­თან არ მივ­მა­ლულ­ვარ, და­რე­კა პო­ლი­ცი­ამ და დე­დამ უთხრა ახ­ლა­ვე მო­ვიყ­ვა­ნო, მა­ლე­ვე მი­ვე­დი პო­ლი­ცი­ა­ში. 

საჭ­მელს ვა­კე­თებ­დი წყა­ლი მოშ­ვე­ბუ­ლი იყო დანა ჩაგ­დე­ბუ­ლია, გა­რე­ცხი­ლი - არა. რომ შე­დი­ხარ სახ­ლში, ეგ­რე­ვე “კუხ­ნაა“ და ჩა­ვაგ­დე, არც და­მი­მა­ლავს ეს დანა, არა­ფე­რი, ამო­ვი­ტა­ნე და ონ­კან­ში ჩა­ვაგ­დე", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

მო­სა­მარ­თლე არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ 25 წლის თეკ­ლა გერ­სა­მი­ას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×