რეზონანსი
25.08.2025

სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

"მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში იგეგმება ლევან ხაბეიშვილს დაკავება! ბოროტი ხმები ამბობენ, ანიტამ ნამეტანი შეტოპაო, ამდენის უფლებაც არ მიგვიციაო... მაგას თავი მართლა ჩეგევარა ხომ არ ჰგონიაო, ცოტა ხანი კურორტზე უნდა დაისვენოსო.

ანიტა კონტროლიდან გამოვიდა, პირადი ხასიათის შეურაცხყოფები ნეგატიურად აისახა. სამაგიეროდ, ესტაფეტას “ბანი” გადაიბარებს და 4 ოქტომბერს არავითარი “დამხობა” არ იქნება.

ნაადრევად მოგივიდა ჩემო ლევან, ჩქარობ! “ორთქლის გამოშვების” გეგმა, პრაქტიკულად, წკიპზე ჰკიდია!

– გუბაზოვიჩს მამა მიხედავს.

p.s. ბოკუჩავას ინტიმური ხასიათის კომპრომატით აშანტაჟებენ...“ - დაწერა სადღობელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×