რეზონანსი
25.08.2025

ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის. მოხარულები ვართ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი და მიმდინარე წლის ოქტომბრიდან აღდგება პირდაპირი რეისები ანკარასა და თბილისს შორის, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ თბილისსა და ანკარას შორის რეგულარული პირდაპირი ავიარეისების დაწყების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

არჩილ კალანდიამ ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით რეგულარული ავიარეისების აღდგენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მოგეხსენებათ, შარშან 1 300 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია თურქეთიდან საქართველოს. გარდა ამისა, გააქტიურდება ბიზნესკონტაქტები, კიდევ უფრო გაუადვილდებათ ქართველ ტურისტებს ცენტრალური თურქეთის ტერიტორიაზე წვდომა, ანკარისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მოგზაურობა. ასევე, მნიშვნელოვანია სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხითაც და ქართველ პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, უფრო მარტივად ჰქონდეთ წვდომა ანკარის შესაბამის კლინიკებთან. ასე რომ, ყოველმხრივ მისასალმებელი და მნიშვნელოვანია აღნიშნული პირდაპირი ავიამიმოსლის აღდგენა", - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×