
პარტიების „გახარია საქართველოსთვის" და „ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არიან როგორც „ლელოს", ისე გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები.
„ლელოდან" მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:
1. მთაწმინდა - ლანა გალდავა;
2. ვაკე - ტრადიციული ნაწილი - ვახტანგ სურგულაძე;
3. საბურთალო - ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა - რამაზ მანდარია;
4. კრწანისი - თამარ ბოყოველი;
5. ისანი - ვაზისუბანი - გიორგი სიორიძე;
6. სამგორი - ვარკეთილი - ნინო ქათამაძე;
7. სამგორი - მე-3 მასივი, ზემო პლატო - გულიკო ზუმბაძე;
8. დიდუბე - წერეთელი - ბექა ბერიძიშვილი;
9. ნაძალადევი - ნიკა ჩერქეზიშვილი;
10. ნაძალადევი - სანზონა - ქეთევან თურაზაშვილი;
11. გლდანი - ავჭალა, ზაჰესი - გიორგი რეხვიაშვილი;
12. გლდანი - კენტები - ჯუბა ლოლაძე;
13. გლდანი - მუხიანი - გრიგოლ გეგელია.
პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის", თბილისის უბნების მიხედვით, შემდეგი კანდიდატები იყრიან კენჭს:
1. ზემო ვაკის ოლქი - ზაზა თავაძე;
2. კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი - სალომე კობალაძე;
3. დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღომის ოლქი - როინ ქოჩორაშვილი;
4. ავლაბარის ოლქი - სოფო ხორგუანი;
5. ნავთლუღის ოლქი - ვიკა ფილფანი;
6. ქვემო სამგორის ოლქი - გიგა კაცია;
7. ზღვისუბნის ოლქი - ეკა უდესიანი;
8. ლილო ორხევის ოლქი - დაჯი კოვზირიძე;
9. ჩუღურეთის ოლქი - რუსუდან თევზაძე;
10. ლუწი მიკრორაიონების ოლქი - კოკა კობალაძე;
11. ლოტკინის ოლქი - ფიქრია გოგოლაძე;
12. დიღმის ოლქი - გიორგი შარაშიძე.
პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის" და „ლელომ" თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე 18 აგვისტოს წარადგინეს.