რეზონანსი
26.08.2025

ზემო ფონიჭალაში 37 წლის მამაკაცმა 34 წლის ცოლს ბლაგვი საგნით არაერთი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციელებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. როგორც ირკვევა ამ შემზარავ ფაქტს მცირეწლოვანი შვილები შეესწრნენ. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ნიკოლოზ ქრისტესაშვილია.

"შოკირებული ვარ მომხდარით. ალინას დიდი ხანია პირადად ვიცნობ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სიფრიფანა, ძალიან კარგი, საყვარელი, საოცრად მოწესრიგებული, ყურადღებიანი, თბილი გოგო და არაჩვეულებრივი დედა იყო. ორ პატარას ზრდიდა და თან ჰყვებოდა თავის შვილებს,ზრუნვას არ აკლებდა. ძალიან პატარები არიან მისი შვილები, ბაღში დაჰყავდა როგორც ვიცი. 

გავიგე, რომ ბავშვები შეესწრნენ ამ ამბავს და წარმომიდგენია მათი მდგომარეობა როგორი იქნება. მართლა ძალიან განვიცდი მომხდარს. მის ქმარსაც ვიცნობდი, რამდენჯერმე მყავს ნანახი, არ ტოვებდა ცუდი ადამიანის შთაბეჭდილებას. რა ხდებოდა მათ ოჯახში ეს დეტალები მართლა არ ვიცი. ნიკოლოზ ქრისტესაშვილია მისი ქმარი, მას მოუკლავს ალინა. სხვა დეტალები არ ვიცი. როგორ გაწირა ეს გოგო და მისი ლამაზი შვილები დააობლა. ძალიან მიჭირს ამის გააზრება", - ამბობს მისი ახლობელი.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. რა ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა გამოძიებას ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×