
"ქართული ოცნების" ახალ სახეს ამბიციური გეგმები აქვს. ბათუმის მერობის კანდიდატი, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი ცინცაძეა. მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მატებს თავდაჯერებას და რწმენას, რომ ბათუმს ღირსეულად უხელმძღვანელებს. ადგილობრივ კანდიდატს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
ბათუმში დაბადებული კანდიდატი იცნობს ადგილობრივების პრობლემებსა და გამოწვევებს, მზად არის ყველა მათგანი დაძლიოს.
აჭარაში კიდევ ერთი გამოცდილი საჯარო მოხელე მონაწილეობს არჩევნებში. ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე 4 ოქტომბერს მშობლიური ქალაქის მერობისთვის იბრძოლებს. ადგილობრივებისთვის კარგად ნაცნობ კანდიდატს, მათი თანადგომის იმედი აქვს.
ბევრი დაწყებული პროექტი და ბევრი მიზანი აქვს რომლის განხორციელებასაც მერად არჩევის შემთხვევაში აპირებს. მუნიციპალურ ორგანოში მუშაობის გამოცდილება და შესრულებული საქმიანობაა მისი მთავარი უპირატესობა. სწორედ ეს განაპირობებს მოსახლეობის მხარდაჭერას.
კიდევ ერთი საზღვაო ქალაქის, ფოთის მერობის კანდიდატი იქნება ირაკლი ვაჭარაძე. მუნიციპალური კადრია 2017 წლიდან, იყო როგორც ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე მერი. მისი ხელმძღვანელობით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწყობა მისი სავიზიტო ბარათია.
ბექა ვაჭარაძის ხელმძღვანელობით, ფოთს 2 ახალი ბაღი აქვს, 3ი სრულად გარემონტდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლასა და მიმდინარეობს კოლხური კულტურის მუზეუმის განახლება. გადაიხურა 85 შენობა, მოეწყო 17 სტადიონი და 50 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო. ამჟამად ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს შექმნის ახალ საინვესტიციო ინტერესს , რაც მუნიციპალიტეტს განვითარებასა და ტურისტული რესურსის ათვისებაში დაეხმარება. ფოთის მერისთვის ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდებისა და სპორტის განვითარება. ამბობს, რომ მომავალ წელს ფოთი წყალსათხილამურო სპორტში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ქალაქი, სადაც მემკვიდრეობა ხვდება ახალ შესაძლებლობებს - ასეთია ფოთის მერიის სლოგანი. სწორედ ამ იდეის ფარგლებში იგეგმება ახალგაზრდული ჰაბის გახსნა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის შენობაში სხვადასხვა, ახალგაზრდულ, სპორტულ, საგანმანათლებლო და ინოვაციის სფეროებს გააერთიანებს.
"ქართულმა ოცნებამ" საზღვაო ქალაქებში ადგილობრივი და გამოცდილი მუნიციპალური კადრები რამდენიმე კვირის წინ დაასახელა.