რეზონანსი
26.08.2025

 „ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა ბორჯომის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან ერთად, სოფელ ყვიბისში გამართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

"დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა ბორჯომის პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან ერთად, სოფელ ყვიბისში გავმართე.

ადგილობრივებს წარვუდგინეთ სოფელ ყვიბისის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ციცქიშვილი, ასევე, გავაცანით ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა.

ბორჯომის განვითარება უპირველეს ყოვლისა ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით უნდა მოხდეს, ჩვენ გვყავს სხვადასხვა სფეროების მიხედვით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი, რომელთა უმთავრესი ამოცანა იქნება ეფექტური და პრობლემების უმოკლეს დროში გადაჭრაზე ორიენტირებული მმართველობა," - წერს გელაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×