რეზონანსი
26.08.2025

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მე­უღ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ალი­ნა კა­ლო­ი­ა­ნის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ ნი­კო­ლოზ ქრის­ტე­სი­აშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ლე­ვან ვე­ფხვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

"ნი­კო­ლოზ ქრის­ტე­სი­აშ­ვილ­მა 25 აგ­ვის­ტოს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, მის მე­უღ­ლეს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ხის არე­ში მი­ა­ყე­ნა. გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ სა­ხე­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. ასე­ვე, კის­რის არე­ში მი­ა­ყე­ნა და­ნით ჭრი­ლო­ბა, რის შე­დე­გა­დაც ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა…

დანა, რო­მე­ლიც იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, გა­რე­ცხი­ლი იყო, ასე­ვე ტან­საც­მე­ლი - სვე­ლი, კედ­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სის­ხლის ნა­წი­ლი მოწ­მენ­დი­ლი იყო, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე კი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი, მძი­ნა­რე ბავ­შვი და­ტო­ვა…

ბრალ­დე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, თვი­თონ გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ა­ში, ამის მო­ტი­ვი და მი­ზა­ნი არ ვიცი, რა იყო. მან ცო­ლის ძმას და­უ­რე­კა და უთხრა, რომ მისი და აღარ იყო ცო­ცხა­ლი და ბავ­შვე­ბის­თვის მი­ე­ხე­და“, - გა­ნა­ცხა­და ვე­ფხვა­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე, პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ში ვე­ფხვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის ოქ­მში მე­უღ­ლეს­თან კონ­ფლიქ­ტის არ­სე­ბო­ბას უარ­ყოფს, თუმ­ცა თავს სრუ­ლად დამ­ნა­შა­ვედ ცნობს.

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბრალ­დე­ბულს ხელი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ვა­რა­უ­დი, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ძა­ლა­დო­ბას შე­საძ­ლოა, ხე­ლით ახორ­ცი­ე­ლებ­და, ამ ეტაპ­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლია, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი ამ სა­კი­თხზე უფრო დე­ტა­ლუ­რად გაგ­ვცემს პა­სუხს“, - გა­ნა­ცხა­და ვე­ფხვა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×