რეზონანსი
27.08.2025

თბილისში, ავჭალის დასახლებაში ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. 34 წლის გიორგი ბესტავაშვილი დილით, საწოლში იპოვეს გარდაცვლილი.  სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„16 წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა ემიგრანტს... მიწისთვის მენანები გიო.

ხათო, ჩაეხუტები შენი 16 წლის უნახავ შვილს, რით განუგეშოთ, რა გითხრათ... გისამძიმრებთ სრულიად ქართველი ემიგრანტები, საემიგრაციო.

ხათუ, როგორ გიხაროდა, საბუთს ელოდებოდი და მაშინვე წავალო. ოჯახს მონატრებულო, ხვალ დილით უკვე შენ შვილთან იქნები, შენს 34 წლის ანგელოზს, გიორგის ჩაეხუტები გაყინულს და ასე მონატრებულს ნახავ, უკანასკნელად. ჩემი შვილი უნდა დავაქორწინო, საქართველოში მივდივარო და ეს რა ტრაგედია დაგატყდა თავს, ქორწილიც და გასვენებაც ერთდროულად ექნება ახლა შენს გიოს“, - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×