რეზონანსი
27.08.2025

თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, ვიცემერობის კანდიდატთან ალეკო ელისაშვილთან და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ნიკა ჩერქეზიშვილთან ერთად, დღეს ნაძალადევის ქუჩებში, მოსახლეობას ხვდებოდა და მათ მოსაზრებებს ისმენდა. 

„კალაძე როგორც ცხოვრობს და როგორც მოქმედებს ყველა სამწუხაროდ ასეთი გონია, იმიტომ რომ კახი კალაძე მოქმედებს მხოლოდ ერთი კაცის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით და დავალებით, მას არასდროს ქონია საკუთარი აზრი, მას არასდროს ქონია დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ის ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. ის რუსი კონსულტანტების მიერ დაწერილი ტექსტებით საუბრობს და ეს ჩვენთვის იუმორისტული ჟანრია. მას ეშინია საქართველოს მოქალაქეების, მას ეშინია თბილისელების და ეშინია წინააღმდეგობის, თუ კალაძეს არ ეშინია წინააღმდეგობის და არ ეშინია დებატების, დამიჯდეს დებატებზე. დამიჯდეს კახი კალაძე დეპატებში თბილისზე სასაუბროდ, რომელიც მან ჩაძირა კორუფციაში, ქალაქს შეუქმნა უამრავი პრობლემა. 10 ათასი ავარიული სახლი, რომლის პრობლემის მოგვარებასაც არ აპირებს იმიტომ რომ არ გაითვალისწინა თბილისის ბიუჯეტში, კალაძე ამ ქალაქს ანადგურებს, შენდება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ინგრევა თბილისი.“ - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

უსაფრთხო გარემო თბილისის ყველა უბანში, ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები და 200 000 სამუშაო ადგილი - ეს არის ის სამი პრიორიტეტი, რომელზეც "ძლიერი საქართველო - ლელოს" გუნდს ექნება სწორება მომავალ სამოქმედო გეგმაში!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×