რეზონანსი
27.08.2025

დროა - სოროსის სექტები, მათი პირდაპირ თუ ირიბად დაფინანსებული ექსტრემისტი ორგანიზაციები განეიტრალდეს ქართული საზოგადოებიდან, რამაც დასაწყისი უნდა მისცეს - ქართული ცნობიერებიდან განიდევნოს ყველა მახინჯი, ნეო-ლიბერალური შეხედულება და ამორალური იდეოლოგია, რაც ე.წ. ვარდების რევოლუციამ "შავი ჭირივით"  მოუტანა საქართველოს - ასე ეხმაიანება სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე დონალდ ტრამიპის განცხადებას,  სადაც წერია რომ “ჯორჯ სოროსს და მის შვილს აშშ-ს ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ. სოროსმა და მისი ფსიქოპატების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!”

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უფროს და უმცროს სოროსებს, საკუთარი ქვეყანა მიხედავს, ხოლო ქართველ სოროსისტებს და მათი სექტის მიმდევრებს - ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს პასუხი.

“უფროს და უმცროს სოროსებს, საკუთარი ქვეყანა მიხედავს, ხოლო ქართველ სოროსისტებს და მათი სექტის მიმდევრებს - ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს პასუხი!

დროა - სოროსის სექტები, მათი პირდაპირ თუ ირიბად დაფინანსებული ექსტრემისტი ორგანიზაციები განეიტრალდეს ქართული საზოგადოებიდან, რამაც დასაწყისი უნდა მისცეს - ქართული ცნობიერებიდან განიდევნოს ყველა მახინჯი, ნეო-ლიბერალური შეხედულება და ამორალური იდეოლოგია, რაც ე.წ. ვარდების რევოლუციამ "შავი ჭირივით"  მოუტანა საქართველოს!” - წერს ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×