რეზონანსი
28.08.2025

პროკურატურა დგამს სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს საბოტაჟის გამოსაძიებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების ფაქტს გამოეხმაურა.

„არ ისვენებენ ის პირები, ის ძალები, რომლებიც გარედან იძლევიან დესტრუქციებს და დირიჟორობდნენ მოვლენებს. ცდილობენ, გაამართლონ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, სახელმწიფო იქნება შეუვალი. ჩვენი ქვეყანა, მისი ხელისუფლება იქნება შეუვალი ყველა იმ გამოვლინების მიმართ, რომელიც კონსტიტუციის მიღმა შეეცდება ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებას, ხალხის დეზინფორმირებას, ხალხთან და საზოგადოებასთან მიმართებით ძალადობრივ და ძალმომრეობრივ ქმედებას, რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით და კანონის ფარგლებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა მათიკაშვილმა.

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×