რეზონანსი
28.08.2025

ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით მუქარა შემთხვევითი არ არის - ეს პირდაპირ ემსახურება რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ ისეთ ინტერესებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს სტაბილურობას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან კოჭლოშვილის განცხადებით,  აღნიშნულ პროცესში დიდ როლს თამაშობენ ენჯეოები, რომლებიც ქვეყანაში გარკვეული მიზნით ქმნიან ქაოსს, ხოლო იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნას  სტაბილურობა და მშვიდობა, თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობამ მხარი „ქართულ ოცნებას“ უნდა დაუჭიროს. 

„ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით მუქარა შემთხვევითი არ არის — ეს პირდაპირ ემსახურება რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ ისეთ ინტერესებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს სტაბილურობას. დღეს ისინი ორად არიან გაყოფილი: ერთი მხარე არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მეორე ღიად რევოლუციას აანონსებს, მაგრამ ორივეს საერთო მიზანი არის — ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს ომში ჩათრევა.

ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მდიდარი ენჯეოები, რომლებიც გლობალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად ქმნიან დაპირისპირებას და ქაოსს, ხოლო ახალგაზრდების გამოყენება იგეგმება, როგორც ბრმა იარაღი. ახალგაზრდობა უნდა იყოს არა სხვისი ინტერესების იარაღი, არამედ სამშობლოს მომავლის შემოქმედი.

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ღიად ვამბობ: თუ გვინდა მშვიდობა და არა ომი, სტაბილურობა და არა ქაოსი — თვითმმართველობის არჩევნებში მხარი უნდა დავუჭიროთ "ქართულ ოცნებას". მხოლოდ დემოკრატიული გზით შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და საქართველოს მომავალს“, - წერს ლევან კოჭლოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×