რეზონანსი
28.08.2025

 დეზინფორმაცია და ცილისწამება - თეა წულუკიანი მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცრუ ინფორმაციების გამავრცელებლებს სამართლებრივ დავას უანონსებს. მანამდე კი ყველას მოუწოდებს, სოციალური ქსელებიდან ის პოსტები წაშალონ, რომლითაც ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებები დაირღვა.

თეა წულუკიანის განცხადების ადრესატებს, დღეს კომენტარის გაკეთება აღარ ისურვეს, სოციალურ ქსელში დაწერილი ერთ-ერთი სტატუსის ავტორმა ირინა სარიშვილმა, "კურიერს" კითხვას ჯერ თავი აარიდა, შემდეგ კი სატელეფონო ზარებს აღარც უპასუხა.

ლიბერალურ ფაშიზმზე საუბრობენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ თეა წულუკიანის მიმართ აგორებული დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი ოპონენტების მხრიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერის დისკრედიტაციის მცდელობაა.

თეა წულუკიანის შესახებ ცრუ ინფორმაცია "ფეისბუკზე" გუშინ გავრცელდა და ვირუსივით მოედო სოციალურ ქსელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×