
რუსთავის მოქმედ მერს კიდევ ბევრი გეგმა აქვს, რომლის განხორციელებასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში აპირებს. "ქართულმა ოცნებამ" ნინო ლაცაბიძეს ნდობა უკვე მეორედ გამოუცხადა. მერობის კანდიდატს შესრულებული სამუშაოები უმაგრებს ზურგს და მატებს თავდაჯერებას, რომ კიდევ ერთხელ გახდება მშობლიური ქალაქის მერი. მისთვის პრიორიტეტი იყო ახალგაზრდები და როგორც ამბობს, მომავალშიც იქნება.
რუსთავის სპორტის სასახლე, ახალგაზრდობის სასახლე, ციფრული განვითარების სივრცე, მედიათეკა, თანამედროვე ევროპული სტანდარტის მუნიციპალური ტრანსპორტი, ახალი მუნიციპალური სივრცეების ცენტრი, განახლებული სკოლები და ბაღები, რეაბილიტირებული მეგობრობის გამზირი, ძველი რუსთავი და რუსთაველის ქუჩა. ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც რუსთავში ნინო ლაცაბიძის მერობის პერიოდში განხორციელდა. 4 წელიწადში რუსთავის განვითარებისთვის სულ 346 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი მოქმედი მერი მიიღებს. გარდაბნის მერობისთვის დავით კარგარეთელი უკვე მეორედ იბრძოლებს. მარტყოფში დაბადებულ ადგილობრივ კანდიდატს მარტყოფელები მხარდაჭერას უცხადებენ. მუნიციპალიტეტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება კი აძლევს იმედს, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს.
დავით კარგარეთელის ხელმძღვანელობით 7 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, განახლდა ლემშვენიერას საბავშვო ბაღი, ასევე აშენდა ორი 300 ბავშვზე გათვლილი სართიჭალისა და მარტყოფის სკოლამდელი დაწესებულება. მოეწყო 50-მდე ახალი სპორტული ობიექტი, ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში გაიცა არაერთი სტიპენდია. გარდაბნის 40-ვე სოფელში მოწესრიგდა შიდა საუბნო გზები. ამჟამად, მიმდინარეობს 17 მილიონიანი პროექტი, რომელიც რუსთავი- გარდაბანი- ქესალო ნაზარლო -ვახტანგისის ცენტრალური გზის 10 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის "ქართულმა ოცნებამ" ქვემო ქართლის ორივე მუნიციპალიტეტში რუსთავსა და გარდაბანში მოქმედი მერები წარადგინა.