რეზონანსი
28.08.2025

 "თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდა ამ "რვიანს", რომლის შექმნის მთავარი არსი: რამენაირად ლაკას ერთდღიანი შიმშილობის "გაპრავება" იყო. იქ, სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა, დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო" -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

წითლიძე თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ "ფეისბუქზე" გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება.

"ბოდიში, მე პირდაპირ ვიტყვი

ჩემთვის, თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდა ამ "რვიანს" რომელიც შექმნის მთავარი არსი: რამენაირად ლაკას ერთდღიანი შიმშილობის "გაპრავება" იყო))

იქ სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა (სხვათაშორის, ლაკას დამსახურებით) - დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო. (ნუ, მთლად ამ ფორმით არ ველოდი)

ჩერგოსთან არანაირი კითხვა არ მაქვს და ლაკამ რაო?"-წერს ანა წითლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×