რეზონანსი
29.08.2025

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად სასტუმრო „პარაგრაფში" გამართულ პრესკონფერენციას ნიკა კვეკვესკირი დაესწრო, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

„აქ იმიტომ ვარ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ჩემი გადაწყვეტილება მეთქვა. ვღელავ, რადგან ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მადლობა მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, ფედერაციის წარმომადგენლებს, ვისთანაც ამ ხნის განმავლობაში მითანამშრომლია. ეროვნულ ნაკრებში 62 თამაში ჩავატარე, რთული გადაწყვეტლებაა, მაგრამ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დრო დგება".

კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და განაცხადა, რომ კვეკვესკირი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს:

„ჯერ ნიკა კვეკვესკირის გადაწყვეტილებას გამოვეხმაურები - ამით მის ცხოვრებაში გარკვეული ეტაპი დამთავრდა. ვულოცავ წარმატებულ კარიერას, განსაკუთრებით არ დამავიწყდება საბერძნეთთან გადამწყვეტი პენალტი რომ გაიტანა, ამის გამო მასთან მეც და გულშემატკივრებიც ვალში ვიქნებით. ამიერიდან ნიკა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შემოგვიერთდება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×