რეზონანსი
29.08.2025

ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, - ამის შესახებ კრემლის პრესსმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ შეხვედრა კარგად იქნება მომზადებული.

„შეგახსენებთ პრეზიდენტ პუტინის პოზიციას. ის არ გამორიცხავს ასეთი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა მიიჩნევს, რომ უმაღლესი დონის ნებისმიერი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული, რათა ამ შეხვედრაზე შესაძლებელი იყოს იმ მონახაზების დასრულება, რომლებიც ჯერ ექსპერტების დონეზე უნდა შესრულდეს", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×