რეზონანსი
29.08.2025

„2025 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი - ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტით განისაზღვრა. საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გეოპოლიტიკური თუ საგარეო შოკების მიუხედავად, განაგრძობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებით განვითარებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ ივლისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების; ინფორმაციისა და კომუნიკაციის; ხელოვნება, გართობა, დასვენებისა და ვაჭრობის სექტორებმა. მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.

„ჩვენი მოლოდინით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომდევნო წლებში გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 - 2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონის, ასევე ევროპის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელიც საშუალოდ 5,4 პროცენტს შეადგენს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×