რეზონანსი
30.08.2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი ევროკავშირის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის მოწოდებას გამოეხმაურა, რომ ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს.

„დედაქალაქში რომ ათეულობით საწყობს იპოვი, სადაც დასაწყობებულია, დამარაგებულია სახელმწიფო გადატრიალებისთვის მობილიზებული პიროტექნიკა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, მსგავსი საშუალებები და ამაში იხარჯება უამრავი თანხა, რომელიც იქიდან მოედინებოდა ამ ფსევდოარასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე, ამას რომ აღკვეთს სახელმწიფო და წინ გადაუდგება, რომ ჩვენს შვილებს მომავალი არ დაეკარგოს და ჩვენი ქვეყანა უბედურების ქვეყნად არ გადაიქცეს, ეს არის დემოკრატიის ხელყოფა?! მინდა გითხრათ, ამაში უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა, რომელიც ამას ხმარდებოდა - არა რაღაც დემოკრატიულ პროცესებს, არამედ ხმარდებოდა რადიკალიზაციასა და შტურმს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა სოსიაშვილმა.

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს. წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში საუბარია, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის მოწოდება კი მმართველი გუნდისთვის ორმაგი სტანდარტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×