რეზონანსი
30.08.2025

კოპენჰაგენში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის სასარგებლოდ გაყინული რუსული აქტივების გადაცემის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ევროკავშირი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს გაყინული რუსული აქტივების საკითხზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ შეძლოს მათი გამოყენება", აღნიშნა სტენერგარდმა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ რუსეთს ომის შეჩერება არ სურს, ამიტომ საჭიროა ზეწოლის კიდევ უფრო გამკაცრება.

სტენერგარდმა ასევე ხაზი გაუსვა სანქციების გაფართოების აუცილებლობას.

„აუცილებელია სანქციების მე-19 პაკეტის მიღება და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×