რეზონანსი
30.08.2025

დღეს ოპოზიციამ „დიდი აქცია“ მოაწყო – 50 კაცის შეკრება ხუმრობა არ არის! ეს რაოდენობა მათთვის უკვე „ხალხის ზღვად“ ითვლება. საკუთარი ნაცრისფერი აქცია, ფეიერვერკით გააფერადეს რაც კანონდარღვევაა. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ მათი ეს „გმირობას“ საკუთარი ხელით ამხილეს – ქალბატონმა არტილერიამ და უბრალოდ მეგატვინმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კანონის დარღვევის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე დადო - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ჯერ კანონს დაარღვიეს, მერე თვითონვე მტკიცებულება გამოაქვეყნეს და ახლა „სინდისის პატიმრის" სტატუსამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რადგან კანონის დარღვევა არავის ეპატიება.

„დღეს ოპოზიციამ "დიდი აქცია" მოაწყო – 50 კაცის შეკრება ხუმრობა არ არის! ეს რაოდენობა მათთვის უკვე „ხალხის ზღვად“ ითვლება. საკუთარი ნაცრისფერი აქცია, ფეიერვერკით გააფერადეს რაც კანონდარღვევაა. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ მათი ეს „გმირობას“ საკუთარი ხელით ამხილეს – ქალბატონმა არტილერიამ და უბრალოდ მეგატვინმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კანონის დარღვევის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე დადო. ჯერ კანონს დაარღვიეს, მერე თვითონვე მტკიცებულება გამოაქვეყნეს და ახლა "სინდისის პატიმრის" სტატუსამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რადგან კანონის დარღვევა არავის ეპატიება! მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი. კანონი შეგნებულად დაარღვიეს, სახელმწიფო გამოიწვიეს, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და ჰოი საოცრება, "ბავშვები" და "სინდისის პატიმრები" არიან. ოპოზიციის დღევანდელი აქცია შეგვიძლია რამდენიმე სიტყვით შევაჯამოთ: ცოტა ხალხი, ბევრი ფეიერვერკი და ნულოვანი აზრი. ზუსტად ისეთი სანახაობა გამოვიდა, როგორც დაბადების დღეზე ბავშვები რომ შუშხუნას აჩხაკუნებენ– ბევრი ხმაური, და ნულოვანი შედეგი”, - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×