რეზონანსი
30.08.2025

"ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. 

 "წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გავმართე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების - რველის, კორტანეთის, ზანავის, ბეშეთისა და ვარდგინეთის მცხოვრებლებთან.

შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან ერთად, სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ვიმსჯელეთ.

ასევე, განვიხილეთ მიმდინარე, დაგეგმილი და დასრულებული პროექტები.

ჩემი და ჩვენი გუნდის მიზანია, ოთხი წლის განმავლობაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბევრი საინტერესო პროგრამა და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტს მდიდარი ტურისტული, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნია. ტურისტული მიმართულების განვითარება და გაძლიერება ჩვენი გუნდის პრიორიტეტი იქნება.

მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!"- წერს სოციალურ ქსელში მამუკა გელაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×