რეზონანსი
31.08.2025

საქართველოს ხელისუფლება, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამართულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ამის საპირისპიროდ, ქუჩის ოპოზიცია უსაქმურობითა და მავნებლობით არის დაკავებული.

„ისინი ცდილობენ, არარსებული პრობლემებიდან პრობლემები გააჩინონ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის დააზიანონ საზოგადოება. ვნახეთ, რომ არაერთი პროტესტი დაანონსეს. დღეს 31 აგვისტოა, ხვალ პირველი სექტემბერი - ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქართველო განვითარებას. ამ საკითხს, ობიექტური კრიტერიუმებით, არანაირი პრობლემა არ ემუქრება. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიაწოდა შევსებული კითხვარი და რეკომენდაციები, რომლებიც კომისიას ჰქონდა გაცემული. ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს ევროკავშირთან, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს უვიზო მიმოსვლა და, მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ინტერესები", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×