
ოპოზიციის მიზანი არის ძალიან მარტივი, მაქსიმალურად აწიონ მუხტი არჩევნებამდე და შეეცადონ, სახელმწიფოს დააშვებინონ შეცდომა გადაცდომით ან მსგავსი შეცდომებით, რომ არჩევნებამდე მუხტი აწიონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ასევე, ოპოზიციის მიზანია საერთაშორისო პატრონებს უთხრან, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება".
„საბავშვო ბაღის თამაშები ჩვენთვის საინტერესო არ არის. სახელმწიფო დგას და იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენს მოსახლეობასთან საუბარია. ვინმეს თუ უნდა, კიდევ ერთი შაბათი სხვებთან ერთად გაატაროს, მათი არჩევანია, უბრალოდ, ყველას გვინდა, მოვუწოდოთ, რომ კანონი მაქსიმალურად დაიცვან", - განაცხადა მახაშვილმა.