რეზონანსი
31.08.2025

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის უთანხმოება არც ახალი და არც მოულოდნელია. მისი შეფასებით, ოპოზიციის ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებები მათ რეალურ სახეს აჩვენებს და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„იმდენად კომიკური გახდა „ნაცმოძრაობის" ფილიალებში დაპირისპირება, რომ სერიოზულ კომენტარსაც კი ვეღარ გააკეთებ. „დიდი რვიანის" პრობლემა ტრამპმა დააყენა მსოფლიოში, რომ „დიდ შვიდიანს" ერთი სახელმწიფო - რუსეთი მივუმატოთო. ახლა საქართველოში დადგა კრიზისი ე.წ. რვიანის დაშლის, აქ უკვე ცენტრში არიან ბოკუჩავა და ჩერგოლეიშვილი. სერიოზული „პრობლემა" და „გამოწვევა" აქვს მსოფლიოს, საქართველოში ეს „დიდი რვიანი" დაიშლება და გახდება „დიდი შვიდიანი"?.. ეს არის ის ტრაგიკომიკური სიტუაცია და სურათი, რაც შეიძლება თქვა ე.წ. ბოიკოტთან დაკავშირებით," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×