რეზონანსი
01.09.2025

ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ - დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ე.წ პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 6-თვიანი მუშაობის შემდეგ საგამოძიებო კომისია დასკვნას სასესიო სხდომაზე გაასაჯაროებს.

„ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს. ამას ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს დასკვნაში, რომელსაც ჩვენ სესიაზე გამოვიტანთ - ეს საჯარო იქნება და დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ე.წ პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები, რომელიც რეჟიმებს ქმნიდა, რომელსაც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლო დანაშაულებრივ რეჟიმებს უწოდებდა, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×