რეზონანსი
01.09.2025

ცვლილებები, რომლითაც აღიჭურვება სისხლის სამართლის კოდექსი, მოემსახურება დაზარალებულების უფლებების სრულფასოვან აღდგენას, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.

„არაერთი შემთხვევა იყო მშენებლობებთან, ფინანსურ პირამიდებთან, კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებით, როცა იყვნენ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიცემულნი, თუმცა საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ იხდიდნენ სასჯელს, დაზარალებულები ანაზღაურების გარეშე რჩებოდნენ. ეს ბუნებრივია არის მძიმე ტვირთი საზოგადოებისთვის, კონკრეტული პირებისთვის, ვინც გახდა დანაშაულის მსხვერპლი. ცვლილებები, რომლითაც აღიჭურვება სისხლის სამართლის კოდექსი, მოემსახურება დაზარალებულების უფლებების სრულფასოვან აღდგენას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×