რეზონანსი
01.09.2025

"საქართველო არც ამ ორგანიზაციის წევრია და ჩვენი გაცხადებული მიზანიც არ არის ამ ორგანიზაციაში წევრობა," - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შანხაის სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო, არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის.

"საქართველო არც ამ ორგანიზაციის წევრია და ჩვენი გაცხადებული მიზანიც არ არის ამ ორგანიზაციაში წევრობა. ჩვენი გაცხადებული მიზანია ევროკავშირსა და ნატოში წევრობა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ საქართველო იმ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომელიც დღეს აქვს ქვეყანას, ვერ იქნებოდა ამ ორგანიზაციის წევრი. შესაბამისად, ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს და ა.შ. არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×