
„ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ დააკნინოს პოლიტიკური დასავლეთი და მისი ინსტიტუტები,“ – ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია საუბრობს. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის გაეროში გაგზავნა ქვეყნისთვის „უკიდურესი უპატივცემულობისა და ანტიდასავლურობის გამოხატულებაა“, რადგან „მან არც გაერო იცის, არც ევროპული კომისია და თავადაც არ იცის, რატომ არის პრეზიდენტი“.
"ქართული ოცნება" ყოველთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააკნინოს პოლიტიკური დასავლეთი და მისი ინსტიტუტები. პრეზიდენტად დაგვისვა წერა-კითხვის უცოდინარი კაცი, რომელმაც მართლა არც გაერო იცის, არც ევროპული კომისია იცის და საერთოდ, არ იცის რატომ არის პრეზიდენტი, მემგონი, რას აკეთებს. ამ პირის გაგზავნა იქ არის იმ უკიდურესი უპატივცემულობის, უდარდელობის და ანტიდასავლურობის გამოხატულება, რაც ახასიათებს "ქართული ოცნების" რეჟიმს. არათუ ინგლისური არ იცის, ამას არ ვჩივი საერთოდ, გაერო რა არის, ეგეც არ იცის. აი, ესაა ტრაგედია, - ამბობს გეგელია.
კობახიძე გაეროს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე არ მიდის. მისი განცხადებით, ნიუ-იორკიდან საქართველოს სახელით მსოფლიოს მის ნაცვლად მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს.