რეზონანსი
04.09.2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  "დიპ სტეიტის" სახეცვლილების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ ფორსირებულად უნდა დაიწყოს ევროკრატიიდან დასპონსორებული "ნაცრევანშისტების ამოშანთვა".

მისივე განცხადებით , ამას კარგად ხედავს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც, ესაა საზოგადოების დაკვეთა. აბაშიძის თქმით, შეუვალი მოცემულობაა, რომ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და თავისუფლებას არცერთ გარე ძალას დაუთმობს. თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ ხისტი და კანონიერი მოგერიება აუცილებელია "მეხუთე კოლონის" მიმართ.

"დიპ სტეიტის" სახეცვლილების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ ფორსირებულად უნდა დაიწყოს ევროკრატიიდან დასპონსორებული ნაცრევანშისტების ამოშანთვა, ამას ასევე კარგად ხედავს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, ესაა საზოგადოების დაკვეთა.

კიდევ უფრო მეტი მხილება და პრევენციაა საჭირო იმაზე, თუ რა ვერაგული გეგმები აქვს "დიპ სტეიტის" ევროპის "ფილიალს" საქართველოში ნეოფაშისტებისა და მანქურთების მეშვეობით. 

შეუვალი მოცემულობაა, რომ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და თავისუფლებას არცერთ გარე ძალას დაუთმობს. თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ ხისტი და კანონიერი მოგერიება აუცილებელია "მეხუთე კოლონის" მიმართ.“ - წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×