რეზონანსი
04.09.2025

 ჩემს მიმართ რაც იკადრეს, გავრცელდა სოციალურ მედიაში და საზოგადოებამ თვითონ გასცა სხვათა შორის პასუხი, - განაცხადა საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ მასზე მიყენებულ შეურაცხყოფაზე საუბრისას.

„ჩემთვის უხერხულია ჩემს ჯანმრთელობაზე საუბარი, თუმცა მე რა უნდა ვთქვა, როდესაც ბუტა რობაქიძის მამას აგინეს დედა და მამა. ეს ხალხი რომ დამისვამს შემდეგ კითხვას სინდისის პატიმარზე. უსინდისო და უნამუსო რომ ხარ, უსამშობლო და უოჯახო, ეს არის მათი სახე და ხელწერა", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

„მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს", - ამ სიტყვებით მიმართა რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა ოდიშარიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×