რეზონანსი
05.09.2025

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სუს-ის ანტიკორუფიციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმიანება.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობდა, რომ მამუკა მდინარაძის ადგილი სუს-ში არ იყო მწარედ შეცდა.

„მამუკა მდინარაძეზე თუ ვინმე ფიქრობდა, რომ სუს-ში მისი ადგილი არ იყო, მწარედ შეცდნენ. ჯერ სად ხართ კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება მოინატრონ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებისა და აგენტების გამოაშკარავება როცა დაიწყება“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×