რეზონანსი
06.09.2025

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხვდი ზღვისუბნის დასახლების მე-11 მრ, I კვ, Nა და ბ კორპუსების მცხოვრებლებს. გავიცანი ამომრჩეველი და მოვისმინე მათი საჭიროებები, - წერს სოციალურ ქსელში ნაძალადევის რაიონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე სამომავლო პროექტებსა და უბნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.

„დღესვე, შევხვდი ზღვისუბნის დასახლების მე-11 მრ, II კვ, N21ა კორპუსის მცხოვრებლებს. განვიხილეთ ის საკითხები, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება ზღვისუბნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. აქტიური კომუნიკაცია გვექნება და კოორდინირებულად ვიმუშავებთ შესაბამის სამსახურებთან, რათა ერთად დავძლიოთ არსებული გამოწვევები და ზღვისუბანი გახდეს გამორჩეულად ლამაზი ადგილი ჩვენს დედაქალაქში“, - წერს ბენდელიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×